საზოგადოება
დელეგაციას სათავეში ჩაუდგება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათ-სანოვაგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი. უწყების წარმომადგენელთა თქმით, „რუსეთის მხრიდან ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისა და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტის პროცესის აღდგენასთან დაკავშირებული ყველა საკითხის ერთობლივად განხილვის მზაობაა“.
წიანასწარი მონაცემებით, აღნიშნულ საკითხს 18 მარტს განიხილავენ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა რუსულ ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნების მექანიზმი შეათანხმეს, რის შემდეგაც საქართველოს „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტები ეწვივნენ. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთში დაბრუნდება „ქინძმარაული“, „წინანდალი“ და ბორჯომი.