პოლიტიკა
სახალხო კრება – ხელისუფლების დასასრული

saxalxo-kreba-qutaisi„საქინფორმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დღეს ქუთაისში, წარმომადგენლობითი სახალხო კრების მხარდამჭერთა რეგიონული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე სიტყვით ირაკლი ბათიაშვილიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, რომ 25 ნოემბერს თბილისში წარმომადგენლობითი სახალხო კრება გაიმართება და ეს კრება ხელისუფლების შეცვლით დასრულდება.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ 25 ნოემბრისკენ, როდესაც კრება გაიმართება და ეს შეკრება ხალხის სახლში გაშვებით არ დასრულდება. ამ დღეს დავიწყებთ პროცესს, რომელიც ხელისუფლების შეცვლით დასრულდება და ეს უსასრულობამდე არ გაიწელება“, - განაცხადა ბათიაშვილმა.

ბათიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებას აღნიშნული კრების ეშინია, რის გამოც სპორტის სასახლის დათმობაზე უარი განაცხადა, თუმცა კრება მაინც გაიმართება.