უცხოეთი
„როსპოტრებნადზორმა“ ქართული კომპანიების ღვინო მოიწონა

vino-ucxსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. „როსპოტრებნადზორმა“ ღვინის ქართველი მწარმოებლების ინსპექციის შედეგების მიხედვით ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ 36 კომპანიას ნება დართო, საკუთარი პროდუქციის ნიმუშები რეგისტრაციისთვის რუსეთში წარადგინოს.

„როსპოტრებნადზორის“ თანამშრომლებმა საქართველოში 37 მეღვინე და 4 მინერალური წყლების მწარმოებელი შეამოწმეს, რომელთაგან ერთ ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელ საწარმოს უარი ეთქვა ნებართვაზე. იმ კომპანიათა ჩამონათვალი, რომლებიც რუსეთის ბაზარზე პროდუქციის მიწოდებას შეძლებენ, ონიშჩენკოს არ გაუსაჯაროებია.