უცხოეთი
უგო ჩავესი გარდაიცვალა

ugo-ucxსაქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ნაციისადმი ტელემიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი სიმსივნით გარდაიცვალა.

ჩავესმა დეკემბრის შუა რიცხვებში ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთის მეოთხე ოპერაცია გადაიტანა. შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მას გართულებები დაეწყო, რის გამოც ჩავესი დიდხანს დარჩა კუბაში და ვენესუელაში მხოლოდ თებერვლის შუა რიცხვებში დაბრუნდა. ავადმყოფობის გამო იგი საკუთარ ინაუგურაციასაც ვერ დაესწრო.