საზოგადოება
დაგვა-დასუფთავების მომსახურებაზე ზღვრული მოსაკრებელი წესდება, რომლის ოდენობაც ერთ სულ მოსახლეზე თვეში – სამ ლარს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. კანონში ჩაიწერა, აგრეთვე, რომ ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა ოთხი სულით განისაზღვრება.
„ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონით სოციალურად დაუცველთა ფაქტორის გათვალისწინებაც ხდება და ფიქსირდება, რომ მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკურ პირებზე დიფერენცირებული უნდა იყოს, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლის შესაბამისად.
ამასთან, კანონპროექტი მხოლოდ დასუფთავების გადასახადის გამოანგარიშების წესს ადგენს, მაგრამ არ ეხება აღნიშნული გადასახადის ადმინისტრირებას.