აქტუალური
„სასაცილოა ლაპარაკი იმაზე, რომ კონსტიტუციაში კი წერია, მაგრამ არ გამოიყენებს ამ უფლებამოსილებას. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ილია ჭავჭავაძე, რომ ხალხის ნდობა ჰქონდეს. ცდილობდა, ეთქვა, რომ ეს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველის უფლებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ცრუობდა. სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა თუ გახსოვთ, ისიც გეცოდინებათ, რომ მას აქვს ერთი პოლიტიკური ილეთი – უკან არასდროს დაიხიოს. მან იცოდა თქმა ადრე – რამდენჯერაც უკან დავიხიე, იმდენჯერ წავაგეო. ახლაც პასუხს ვერ იძლევა ამ კანონთან დაკავშირებით და ცდილობს, უკან არ დაიხიოს. საქმე იმაშია, რომ სააკაშვილს დღემდე ეს კანონი არ გამოუყენებია, რადგან ის უფრო ფართო უფლებებს იყენებდა, ვიდრე ეს კანონშია გაწერილი“.
პრემიერის თქმით, სააკაშვილი საზოგადოების ნაცვლად წყვეტდა ყველაფერს, ფსევდოოპოზიციას იგი აკომპლექტებდა, შემდეგ კი ბიზნესმენების დაკომპლექტებაც დაიწყო და შექმნა მონოპოლიები, რომლებსაც ყველანაირი უფლებები მიანიჭა. „ამასაც სააკაშვილი განსაზღვრავდა რამდენიმე ადამიანის დახმარებით, ეს რამდენიმე ადამიანი იყო მერაბიშვილი, ადეიშვილი და უგულავა“, – განაცხადა ივანიშვილმა.