სამართალი
პრემიერის თქმით, თავდაპირველად ისიც მხარს უჭერდა სააკაშვილს, რის გამოც მისი ნამოქმედარის შედეგებზე პასუხისმგებელი თავადაც არის. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი სამოქალაქო ომით ჩამოაგდეს, მეორე კი ძალით „გააგდეს“. ამიტომ საზოგადოებამ ახლა მესამე პრეზიდენტი კი არ უნდა გააგდოს, არამედ გაუშვას, რათა საქართველომ ევროპასა და ამერიკის თვალში სახე შეინარჩუნოს.
„დღევანდელი საზოგადოების ნაწილის განწყობა მაშფოთებს. მათ დიდი აგრესია აქვთ დაგროვილი. ქუჩაში ძლივს იჭერენ თავს. განცდა აქვთ იმის, რომ წალეკონ უმცირესობა და მოხდეს დიდი ძალადობა. მინდა, საზოგადოებას მივმართო, ვისაც მკაცრი პოზიცია აქვს, გავიხსენოთ წარსული. ახლა კეთილი ვინებოთ და ნუ ითხოვენ ნურც ჩემგან – მიდით, აბა მიაწექით, რაც შეიძლება სწრაფად დასაჯეთ და რაც შეიძლება მეტი; და ნურც მათზე მოახდენენ ზედმეტად ზეწოლას. ეს არ არის მარტო სააკაშვილის ბრალეულობა და არც მარტო ჩემი. ყველას ბრალია. საზოგადოებამ, ჩვენ მოვახერხეთ ამ სიტუაციის შექმნა ჩვენივე უმოქმედობით. ახლა კი კეთილი ვინებოთ და მესამე პრეზიდენტი კი არ გავაგდოთ, გავუშვათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.