პოლიტიკა
საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს უზენაეს სასამართლოში დღეს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრმა ამ შეხვედრის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ გუშინდელ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ის აპირებს, კუბლაშვილს უზენაეს სასამართლოში თავად ეწვიოს: „სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო და ამას უნდა პატივისცემა და გაგება. ბევრი კითხვაა საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ, მაგრამ მე ამას ვაპირებ, ფაქიზად მოვეკიდო. მე ვაპირებ, ხვალ მივიდე კუბლაშვილთან თავის ოფისში და შევხვდე. ეს ბუნებრივი პროცესია“. ინტერვიუს მსვლელობისას პრემიერი სასამართლო რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა: „სასამართლოს პატივი უნდა ვცეთ. 8 მარტს იგეგმება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნება და პარლამენტში გარკვეული რეფორმის გატარებას აპირებენ სასამართლოსთან დაკავშირებით. საქმის კურსში ვარ, მაგრამ არ ჩავერევი. გარდაქმნები მოხდება სასამართლო სისტემაში, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი სწრაფი, როგორც განხოციელდა პოლიციაში და პროკურატურაში“.