უცხოეთი
2013 წლის 23 იანვარს ნოვო-ოგარევოში გამართულ შეხვედრაზე რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუს და ქართველი ხალხებს შორის ჰუმანიტარული, სულიერი და კულტურული კავშირების შენარჩუნება-განვითარებაზე ისაუბრეს.
და აი, 5-წლიანი შესვენების შემდეგ, 2013 წლის 9-10 მარტს, ქვეყნის მთავარ სცენაზე, კრემლის სახელმწიფო სასახლეში კვლავ გაიმართება ლეგენდარული ქართული ანსამბლი „ერისიონის“ კონცერტი, რომელმაც თავისი დიდი ხელოვნებით უკვე დაიპყრო მოსკოველები 2008 წელს. ანსამბლი მაყურებელს თავის ბრწყინვალე ეთნოშოუ „საქართველოს საგანძურს“ უჩვენებს. კონცერტების ორგანიზატორი სარეჟისორო-საპროდიუსერო ცენტრი „არტისტარტია“. ღონისძიება მოსკოვის კულტურის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართება.