უცხოეთი
„რუბი პროსტიტუციის სიტემის ნაწილი იყო არკორში, სადაც სილვიო ბერლუსკონი სექსუალურ ხასიათის ქმედებებისთვის ფულითა და სხვადასხვა პრივილეგიის მინიჭებით, კერძოდ, პროფესიული ზრდის, მათ შორის, პოლიტიკაში – დაპირებებით აჯილდოებდა“, –განაცხადა სასამართლოზე მილანის პროკურორმა ანტონიო სანჯერმანომ.
მაროკოელი მოცეკვავის ფსევდონიმმა სახელწოდება შესძინა სკანდალურ სასამართლო პროცესს, რომელსაც „რუბის საქმეს“ უწოდებენ.
პროკურორის თქმით, ზოგიერთ გოგონას ყოველთვიურად 2.5 ათასი ევროთი აჯილდოებდნენ.
ამავე დროს, კარიმა მაჰრუტმა განაცხადა, რომ ბერლუსკონისთან სექსი არ ჰქონია. ბერლუსკონის განცხადებით კი, როგორც ჩანს, პროკურორს ცხოვრებაში არ გაუმართლა, რადგან თავისი საზომით ზომავს, როცა მის წინააღმდეგ ბრალდებებს ახმიანებს.
თუ სასამართლო ბერლუსკონის დამნაშავედ ცნობს, მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის.