უცხოეთი
„მის როსია-2013“-ის გამარჯვებული ელმირა აბდრაზაკოვა გახდა

misrosia-ucxსაქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. კონკურს „მის-როსია-2013“-ის გამარჯვებული გახდა 18 წლის სტუდენტი ქალაქ მეჟდურეჩენსკიდან ელმირა აბდრაზაკოვა. კონკურსის ფინალი შაბათს „ბარვიხა Luxury Village”-ს საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

მეორე და მესამე ადგილები იაროსლაველ ანასტასია იაზიკოვასა და ყალმუხელ ირინა ტუმანოვას ერგოთ.

გამარჯვებულმა კი 1 მლნ დოლარის ღირებულების გვირგვინი და 100 000 დოლარის ოდენობის ფულადი პრიზი მიიღო.

კონკურს „მის-როსიას“ ეტაპები რფ-ის 83 სუბიექტში იმართება. კონკურსანტები უნდა იყვნენ გაუთხოვრები და არ უნდა ჰყავდეთ შვილები, ასევე, არ უნდა ჰქონდეთ მავნე ჩვევები. ყოველწლიურად რუსეთის პირველი ლამაზმანის გვირგვინისთვის ბრძოლაში 30 000 გოგონა მონაწილეობს მთელი ქვეყნიდან.