საზოგადოება
საქართველოს პრემიერის ქონება 1.1 მლრდ დოლარით შემცირდა

ivanishvili-sazogaaaa2საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოში ყველაზე მდიდარმა კაცმა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 წლის განმავლობაში თავისი ქონების 1.1. მლრდ დოლარი დაკარგა. ავტორიტეტული ჟურნალი „ფორბსის“ ცნობით, ამჟამად მისი ქონება 5.3 მლრდ დოლარს შეადგენს, რის გამოც ივანიშვილი მსოფლიო რეიტინგის 229-ე ადგილზე იმყოფება, სადაც 2012 წელს დაკავებული 153-ე პოზიციიდან ჩამოინაცვლა.

„ფორბსის“ ცნობით, პრემიერის აქტივების შემცირება რუსეთში მისი ბიზნესის 1.3 მლრდ დოლარად გაყიდვამ გამოიწვია. „ფორბსის“ მიერ 2012 წლის 7 მარტს წარმოდგენილ რეიტინგში ივანიშვილი 6.4 მლრდ დოლარის მფლობელად იყო გამოცხადებული, 2011 წელს კი მისი ქონება 5.5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.

მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, მხოლოდ მისი სურათების კოლექცია 1 მლრდ დოლარის ღირებულებისაა. მის კოლექციაში მოიპოვება პიკასოს ცნობილი ნამუშევარიც „დორა მაარი კატასთან ერთად“.