უცხოეთი
„ლეზგინკა“ კრემლში საქართველოში საფლავებზე ცეკვად მიიჩნიეს

lezginka-ucxსაქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკრიტიკა სახელმწიფო ცეკვის ანსამბლ „ერისიონის“ მოსკოვში გასტროლებზე გამგზავრება.

ვაშაკიძის თქმით, „ერისიონის“ რუსეთში გამგზავრება ქართული კულტურის ისტორიაში „სამარცხვინო ფურცლად“ ჩაიწერება.

„ეს არის ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი, ანუ ჩვენი ეროვნული კოდის მატარებელი კოლექტივი. დამცირებული და ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან ასეთი ნაბიჯი უაღრესად მახინჯი და სულმდაბალი ქმედებაა. სანამ ჩვენი ოკუპაციის საკითხი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყვეტილი არ არის, მოსკოვის სცენაზე ქართული ცეკვა ჩემთვის აგვისტოს ომში დაღუპული ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია“, – განაცხადა ვაშაკიძემ.