უცხოეთი
საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ფრანგმა კოლეგა ფრანსუა ოლანდმა ტელეფონით განიხილეს სირიაში სიტუაციის დარეგულირების საქმეში თანამშრომლობის საკითხები.
„რუსეთში საფრანგეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი ვიზიტის შედეგების განვითარებისთვის სირიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხებზე როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატებით შემდგომ თანამშრომლობაზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა მოხდა “, – ნათქვამია გავრცელებულ ცნობაში. გასულ კვირას ოლანდი რუსი კოლეგის მიერ რუსეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მოლაპარაკებებისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთქმედებების საკვანძო საკითხები, მათ შორის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ინვესტიციების, მაღალი ტექნოლოგიებისა და სხვა სფეროებში.