სამართალი
რეგიონული კონფერენცია „ქალები პოლიციაში“

konferencia-samarTaaa2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ რეგიონულ კონფერენციას  – „ქალები პოლიციაში“ –  დაესწრო.

კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და ორგანიზებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს შსს-ის თანამშრომლობის ფარგლებში.

მისი მიზანია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კონფერენციას უძღვებიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიება  6 მარტს დასრულდება.