საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვა

dajildoeba-sazogaaa3საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კომენდანტის მოადგილემ, გენერალმა ჯონ პაქსტონმა ცამეტ ამერიკელ საზღვაო ქვეითს და ერთ მეზღვაურს უწყებრივი ჯილდო ISAF-ის მისიისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისთვის გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ვირჯინიაში, ერთობლივ საექპედიციო ბაზა „ფორტ სტორიზე“ გაიმართა.

გენერალ „გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ქრისტოფერ ფელპსი, მაიორი მეთიუ დონელი, კაპიტანი მაიქლ ვოლსი, კაპიტანი დევინ მაილერი, უფროსი სერჟანტი შონ ლიკი და მთავარი სერჟანტი მარკუს ჰერნანდესი.

მედლით სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის დაჯილდოვდა ცხრა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეც. მაიორმა მეთიუ ო’დონელმა კი ავღანეთის საერთაშორისო მისიისთვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ორივე ჯილდო მიიღო.

ცნობისათვის: მედალიგენერალი მაზნიაშვილითავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მედლით შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.

ISAF-ის მისიისათვის გადასროლისწინა მომზადების პროგრამა (GDP-ISAF) წვრთნისა და აღჭურვის მისიაა, რომლის ფარგლებშიც ავღანეთში გაგზავნამდე ქართული ბატალიონები მზადდებიან.