აქტუალური
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მოხარულია პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის დღევანდელი შეხვედრის დაგეგმვით. „მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა დაიგეგმა. საქართველოს ყველა მეგობარი საერთაშორისო გაერთიანება ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენების მიმდინარეობას და იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს შიდაპოლიტიკური საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრას და პროგრესს განაგრძობს, როგორც ძლიერი და ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა“, – აღნიშნა ნორლანდმა.