პოლიტიკა
პრეზიდენტისა და პრემიერის შეხვედრა კანცელარიაში შედგება

Sexvedra-politika2საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. როგორც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, გამომდინარე ინტერესიდან, რომელსაც მედია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრის მიმართ იჩენს, პრესსამსახური აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის  სამუშაო შეხვედრა გაიმართება დღეს, 4 მარტს, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის ერთ-ერთ რეზიდენციაში, რომელიც მთელ მე-11 სართულს იკავებს.

დილიდან, ასევე, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სხვა შეხვედრები მთავრობის კანცელარიის მე-10 სართულზე, სადაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტი და მისაღებია განლაგებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა შედგება 15 საათზე, ერთი სართულით ზემოთ, პრეზიდენტის კაბინეტში. შეხვედრა დახურული იქნება მედიისთვის. სამუშაო შეხვედრის კადრებს მხოლოდ პრეზიდენტისა და პრემიერის პრესსამსახურების კამერები გადაიღებს.