სწრაფი რეაგირების ძალებს აფხაზეთში გაგზავნიან
საქართველო, 1 მარტი,
საქინფორმი. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარები საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა, საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად სწრაფი რეაგირების ძალების სახით რფ-ის საზღვრებს მიღმა, კერძოდ, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებში გაიგზავნონ. ამის შესახებ საჰაერო-სადესანტო ჯარების სარდალმა, რუსეთის გმირმა, გენერალ-პოლკოვნიკმა
ვლადიმერ შამანოვმა განაცხადა.
„რუსეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი შესაძლო პრობლემების გადაჭრასთან ერთად, არსებობს გარკვეული მომენტები, რომლებიც ჩვენ მიერ სამხრეთ ოსეთისა დ ააფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას უკავშირდება“, – განაცხადა შამანოვმა და განმარტა, თუ საით შეიძლება მიმართონ საჰაერო-სადესანტო ძალები სწრაფი რეაგირებისათვის გარკვეული კრიზისულ სიტუაციების დასაძლევად. „ესაა სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი“, – დააზუსტა მან.