უცხოეთი
საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. დღეს რუსეთი სამხრეთ კორეისგან გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობას გადაიბარებს.
გაეროში რფ-ის მუდმივი წარმომადგენლის – ვიტალი ჩურკინის, თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს პირველი შეხვედრა უკვე დღეს გაიმართება. დახურულ რეჟიმში მიმდინარე სხდომაზე საბჭოს მიმდინარე თვის სამუშაო გეგმა დამტკიცდება, რომელსაც ორშაბათს ოფიციალურად წარადგენენ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. წინა დღეს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყებოდა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რომელსაც რუსეთი თავისი თავმჯდომარეობის ფარგლებში წამოჭრის გაეროს უშიშროების საბჭოში, ავღანეთში არსებული სიტუაცია იქნება.