საზოგადოება
აბაშიძე-კარასინის შეხვედრისგან მეტ კონკრეტიკას ელიან

1-karasini-sazooo3საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის – ზურაბ აბაშიძის პრაღაში შეხვედრის თაობაზე განმარტებები მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან დაადასტურა, რომ შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართება და განაცხადა, რომ სავაჭრო, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხების გარდა,  მოლაპარაკებების დროს მხარეები სოჭის ოლიმპიადის შესახებაც ისაუბრებენ. მინისტრის თქმით, საქართველოს მხრიდან ამ შეხვედრას სამინისტროს თანამშრომელი ესწრება.

რუსი ექსპერტის განცხადებით კი,  იგი ამ შეხვედრას სკეპტიკურად უყურებს. „ექსპერტების უმეტესობის მსგავსად ამ შეხვედრას მეც სკეპტიკურად ვუყურებ. მოლაპარაკებების პირველივე რაუნდის შემდეგ ჟენევაში პირადად ვესაუბრე ზურაბ აბაშიძეს და ვკითხე, რა განწყობით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს – როგორც ნაჩხუბარი ძმები, რომლებმაც შერიგება გადაწყვიტეს, თუ ცივად, როგორც საერთაშორისო დიპლომატები. მან ერთი ფრაზით მიპასუხა, რომ ეს იყო საქმიანი შეხვედრა“, – აღნიშნა მან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთისა და საქართველოს სპეცწარმომადგენელთა პირველი შეხვედრა ჟენევაში გასული წლის 14 დეკემბერს გაიმართა.