საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს წულუკიანის კომპეტენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ. თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს: „გადაუჭარბებლად ვიტყვი, თეა წულუკიანზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რამდენად კომპეტენტურია, და უმცირესობაში არ ვიცი, რა კრიტერიუმებით საზღვრავენ ამას“.
საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, „ნებისმიერი მინისტრის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტანა არის ოპოზიციის იაფფასიანი ხრიკები, რომ ყურადღება გადაიტანონ სხვა თემებზე“.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ასე აფასებს თეა წულუკიანის ვიზიტს ახლახან განხორციელებულ ვიზიტს: „პირველ რიგში, გეტყვით, რომ გენერალური მდივნის მოადგილეც და ნატოს ელჩებიც მიესალმნენ მინისტრის ვიზიტს, რომელიც არის მეტად პატივცემული, ცნობილი საერთაშორისო არენაზე და მის ჩამოსვლას ველოდებოდით დიდი ინტერესით. გეტყვით, რომ მინისტრის ვიზიტი იყო დროული, ვინაიდან, საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმები და, ასევე, სასამართლო პროცესები, რომლებიც ახალი ამბების მთავარი თემაა“.
ცნობისათვის: თეა წულუკიანმა 1997 წელს წარმატებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი; 1998 წელს წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდა საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლაში (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს; 2000 წლის სექტემბერში ევროსაბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შტატიანი თანამშრომელი გახდა. 2005 მან მიიღო უფროსი იურისტის საკლასო ჩინი.