სამართალი
დეპუტატი კუბლაშვილს საბოტაჟის მცდელობასა და არაკვალიფიციური მოსამართლეების დანიშვნაში ადანაშაულებს. ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მიოძრაობის“ მიერ ახალი მთავრობის წინააღმდეგ მის მიერ დასახელებული საბოტაჟის ერთ-ერთი კომპონენტია, რასაც სასამართლო ახორციელებს ბოლო დროს.
ბრალდებას უპასუხისმგებლოს უწოდებს ადრესატი. კოტე კუბლაშვილი მის შესაძლო იმპიჩმენტს სერიოზულად არ აღიქვამს. მისი განცხადებით, „ეს საკითხი ვერადროს ვერ დადგება, რადგან კონსტიტუციაში აღწერილია, რა საფუძველზე შეიძლება დადგეს – მაგალითად, დანაშაულზე წასწრების... ასეთი რამ არ ყოფილა და არც იქნება“.
ადვოკატთა ნაწილი აცხადებს, რომ დადასტურების შემთხვევაში ასეთ დანაშაულად მოსამართლეების იურიდიული განათლების გარეშე მუშაობაც ჩაითვლება.