საზოგადოება
ბეჟან გუნავას განცხადებით, როლანდ ახალაია მრავალ კორუფციულ გარიგებაში მონაწილობდა. საქმე ეხება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქრთამის აღების ფაქტებს. სამ ეპიზოდს ამ დროისთვის მთავარი პროკურატურა იძიებს. კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის – მერაბ ქვარიას განცხადებით, ჯონი ჯიქია და თავად ქვარია როლანდ ახალაიას რეჟიმის მსხვერპლნი არიან, მათი თქმით, სამეგრელოს რეგიონში უამრავი ასეთი ადამიანია.
ცნობისათვის: მერაბ ქვარია 2005 წელს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს. მან სასჯელი სრულად მოიხადა და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსისთვის იბრძვის. ჯონი ჯიქიას 2007 წელს ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენა წაეყენა ბრალად. იგი პარლამენტმა პოლიტპატიმრად ცნო და ციხე ამნისტიის შედეგად დატოვა.