ივანიშვილი – „სააკაშვილმა თქვა, პაეზდკაში მივდივარ, ორშაბათამდე არ მცალიაო“
საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის დღეს პრეზიდენტს უნდა შეხვედროდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა გადაიფიქრა. ამის შესახებ ივანიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის გახსნისას განაცხადა. „მე დღეს უნდა შევხვედროდი სააკაშვილს, მაგრამ გადაიფიქრა, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ამის მიზეზად პრეზიდენტმა მისი დაგეგმილი ვიზიტი დაასახელა. –
რაღაც პაეზდკაში მივდივარ, ორშაბათამდე არ მცალიაო“.
კონკრეტულად სად იგეგმება სააკაშვილის ვიზიტი, უცნობია. დამატებით განმარტებებს მთავრობის წევრები სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. აღნიშნულ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას არ ფლობს.