პოლიტიკა
ალასანია: „სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს“

1-iraklialasania-politiii2საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ბაქოდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტში გაკეთებულ  გუშინდელ განცხადებას ეხმაურება და მას არასახელმწიფოებრივს უწოდებს.

„ჩემი აზრით, ეს იყო არასახელმწიფოებრივი განცხადებები, მან ისაუბრა აზერბაიჯან-საქართველოს საფრთხეებზე, დაასახელა რაღაც ორგანიზაცია. ასეთი მიდგომა არის არასახელმწიფოებრივი და ხელს უშლის საქართველოს რეგიონული უსაფრთხოების განვითარებას“.

როგორც გუშინ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთში შეიქმნა დიასპორა ვინმე გარდაბნელი სადიღოვის ხელმძღვანელობით, რომელშიც ალეკპეროვი და კიდევ რამდენიმე მილიარდერი შეიყვანეს, რომელთა მიზანია „იმავე სცენარით ბრძოლა აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის გარანტი პრეზიდენტის მიმართ, როგორც ეს აწარმოეს საქართველოს არჩევნებზე გასული წლის ოქტომბერში - ფულის, ოლიგარქების, რუსული კაპიტალის, შანტაჟისა და სხვადასხვა პროვოკაციების გამოყენებით“.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, მას რჩება განცდა, თითქოს სააკაშვილს „პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სურვილი აქვს, რომ ქვა ქვაზე არ დარჩეს. მართლაც შემაშფოთებელი განცხადება იყო და არასახელმწიფოებრივი“.