უცხოეთი
საქართველოს ხელისუფლება არუთუნიანს არ გაათავისუფლებს

1-bush-ucxსაქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ახალი ხელისუფლება უარზეა, ხელახლა განიხილოს თბილისის მკვიდრი ვლადიმერ არუთუნიანის საქმე, რომელსაც 2006 წელს აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე თავდასხმის წარუმატებელი მცდელობისთვის მუდმივი პატიმრობა მიუსაჯეს.

არუთუნიანის დედა ანჟელა არუთუნიანი ითხოვს, რომ მისი შვილი პოლიტპატიმრად აღიარონ და გაათავისუფლონ. შესაბამისი მოთხოვნა იანვრის დასაწყისში მან იუსტიციის სამინისტროში გააგზავნა, მაგრამ იქიდან პასუხად მიიღო, რომ არუთუნიანის განაჩენი კანონიერი იყო და მისი გადახედვა შეუძლებელია.