საზოგადოება
საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. სააპელაციო სასამართლომ დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან დაკავშირებული პროკურატურის საჩივარი 72 საათში უნდა განიხილოს.
პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში სასამართლოს გადაწყვეტილება გუშინ გაასაჩივრა. მთავარი პროკურატურა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ პროკურატურა ქალაქის მერისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით მილიონი ლარის გირაოს შეფარდებას, უფლებამოსილების შეჩერებას და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობას ითხოვდა.