საზოგადოება
გოგლა ჟვანია: „დღეს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაული“

1-gogla-sazogadoebaaa2საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გოგლა ჟვანია ძმის, ზურაბ ჟვანიას, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება და განმარტავს, რომ საზოგადოება საქმის ლოგიკურ დასასრულს მალე იხილავს. ზურაბ ჟვანიას საქმეში ძალზე მნიშვნელოვანი ახალი დეტალები იკვეთება და მის ლოგიკურ დასასრულსაც მალე ვიხილავთ. უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა, სულ მცირე, ჟვანიას საქმეში დანაშაული დაფარეს. მისი სიკვდილის შემდეგ პოლიტიკური ვექტორი იმ მიმართულებით შეტრიალდა, რაც ზურასთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ის არ დაუშვებდა სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას, ძალადობას საკუთარ მოქალაქეებზე, მონოპოლიებს ეკონომიკაში. ყველაფერ ამის წინააღმდეგ თანმიმდევრულად იბრძოდა“, – აცხადებს გოგლა ჟვანია.

დეპუტატის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში ბევრი დამნაშავეა. ამის შესახებ მან გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადებით, პროკურატურას არ ჰყოფნის ადამიანური რესურსი, რომ ყველას, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, პასუხი აგებინოს. ამჟამად პროკურატურაში 18 ათასი საჩივარია შესული. ვიცი, რომ დღეს პარლამენტში სხედან ადამიანები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ უმძიმესი დანაშაული: ადამიანის წამება, გატაცება და ა.შ. ისინი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არიან, ეს ფაქტები სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიცი, მაგრამ ამ საკითხებზე მოკვლევის ჩატარება საგამოძიებო ორგანოების პრეროგატივაა“.