პოლიტიკა
კანონპროექტის თანახმად, ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის, ასევე, თანამდებობის პირთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს ექნება.
დაზვერვის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის ავტორის, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილის განცხადებით, „სახელმწიფო დაზვერვა დღესდღეობით საქართველოს პრეზიდენტს ექვემდებარება, თუმცაღა, სამთავრობო დაწესებულებაა და ლოგიკით, მთავრობას და პრემიერ-მინისტრს უნდა დაექვემდებაროს“.