უცხოეთი
საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესის ზედა პალატამ მოიწონა ნებრასკას შტატის ექს-სენატორის, რესპუბლიკელ ჩაკ ჰეიგელის კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰეიგელის კანდიდატურა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე 2013 წლის იანვრის დასაწყისში წამოაყენა. პოლიტოლოგების იმჟამინდელი კომენტარებით, ჰეიგელის არჩევა პოსტზე ბობოქარი კამათის საგნად იქცეოდა სენატში. ასეც მოხდა. მთლიანობაში მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 58 სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 41 კაცი. პოსტზე დასანიშნავად ჰეიგელს, მინიმუმ, 51 ხმა სჭირდებოდა.