უცხოეთი
ჯონ კერიმ ამერიკელებს სულელებად ყოფნის ნებართვის გარანტია მისცა

1-glupi-ucxსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ამერიკელებს, თუკი სურთ, უფლება აქვთ, სულელები იყვნენ. ამის შესახებ მან ბერლინში გერმანელ სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ცხოვრობს პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლებისა და შემწყნარებლობის იდეით – რა რელიგიაც უნდა იყოს ეს და რა პოლიტიკური შეხედულებები. ზოგჯერ მავანს ებადება კითხვა, რატომ რთავს ნებას ჩვენი უზენაესი სასამართლო ამა თუ იმ აქტივისტს, დემონსტრაციებზე გამოვიდნენ, ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროვოკაციაა. ხალხს მოაქვს ტრანსპარანტები სხვა შეხედულებების მქონე ადამიანთა შეურაცხმყოფელი წარწერებით“, – აღნიშნა კერიმ.
„ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენთან თავისუფლებაა, სიტყვის თავისუფლება. ამერიკის მცხოვრებს უფლება აქვს, იყოს სულელი, თუკი ეს მისი არჩევანია. უფლება აქვს, სხვებისგან გამორჩეული იყოს, თუკი სურს. და ამისადმი ჩვენ შემწყნარებლობას ვიჩენთ“, – განაცხადა მან.