თბილისში რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე საზოგადოებრივი დისკუსიები დაიწყო
საქართველო, 27 თებერვალი,
საქინფორმი. დღეს სასტუმრო „ვერე პალასში“
ევრაზიის ინსტიტუტის მხარდაჭერით რუსულ-ქართული ურთიერთობების შესახებ პირველი საზოგადოებრივი დისკუსია გაიმართა.
რა ფასეულობებს ესწრაფვის ქართველი საზოგადოება და ამ ფონზე როგორი უნდა იყოს ორმხრივი ურთიერთობები? რა შინაარსს ვდებთ ცნებაში – „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“? რას ველით რუსეთისაგან, რის დათმობასა და არდათმობას ვაპირებთ მასთან დიალოგის პროცესში? – ამ და სხვა კითხვებს ინტელიგენციის ცნობილმა წარმომადგენლებმა, საზოგადოების დაინტერესებულმა წევრებმა, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მეთაურის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკურ კურსს, აგრეთვე, მისი უწმიდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლს რუს ერთან ურთიერთობების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში. დისკუსიის დასრულებისას შესაბამის რეზოლუციას მოეწერა ხელი. პარალელურად, დაფუძნდა ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი.
დისკუსიაში მონაწილეობდა საქინფორმის კორესპონდენტი ნატალია წერეთელი. მის მიერ მომზადებულ ვრცელ მასალას საქინფორმი მკითხველს ამ დღეებში შესთავაზებს.