საზოგადოება
რა უპასუხა პატრიარქს პუტინმა

1-patri-putinსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რომელიც მან გუშინ, 26 თებერვალს, ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რუსეთის პრეზიდენტს საქართველოს უშიშროების სტრუქტურებში სანდო ადამიანების ხილვა სურს.

„მინდა, ძალიან საინტერესო ამბავი გაგანდოთ. არ მკითხოთ, საიდან ვიცი: პატრიარქის ბოლო შეხვედრა პუტინთან. რამდენიმე ადამიანი იყო იმ შეხვედრაზე. მის უწმინდესობას ჩემთვის ეს არ მოუყოლია, მაგრამ რამდენიმე ადამიანი იყო და მე ვალდებული ვარ, რომ ეს მოგიყვეთ იმიტომ, რომ ძალიან საყურადღებოა ეს.

პატრიარქმა უთხრა, რომ იქნებ ვიზები მაინც მოხსნათო პირველ ეტაპზე, როგორც პირველი ჟესტი საქართველოს მოქალაქეებისთვი., მან კი უპასუხა: „Ваше Святейшество, мы конечно будем облегчать визы для ваших деятелей культуры, науки, официальных делегации, но пока террористы проникают на нашу территорию паспортами выданными вашими службами, пока у вас нет структур безопасности, которым мы можем доверять, мы не сможем это сделать“.

სააკაშვილის თქმით, ეს „იმ სიმღერის გადამღერებაა“, რასაც მას პუტინი ეუბნებოდა –  ვალერი ხაბურძანია ჩვენი კაცია და თანამდებობაზე დატოვეთო.

პრეზიდენტის განცხადებით, ხაბურძანია საქართველოში დაბრუნდა, ახალი მთავრობა კი უშიშროების სტრუქტურის გამოცალკევებას აპირებს და პუტინსაც სწორედ ეს სურს, რომ მისი კაცი დაინიშნოს უსაფრთხოების სტრუქტურებში.