საზოგადოება
ხანძარმა სავაჭრო ცენტრ „საბას“ დიდი ზარალი მიაყენა

1-sabaსაქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. წუხელ, სამუშაო დღის შემდეგ, სავაჭრო ცენტრ „საბაში“ ცეცხლი 5 ათასი კვ მ ფართობზე გავრცელდა. ხანძრის შედეგად ავეჯი და სხვადასხვა სახის ნივთები განადგურდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრში ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია. თუმცა, ეს ვერსია უარყო ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ, რადგან, მისი თქმით, 19:00 საათის შემდეგ შენობაში ელექტროენერგიაც ითიშება. მაღაზიების დამქირავებელთა განცხადებით, თითოეულს, სულ მცირე, 30-35 ათასი ლარის ღირებულების ავეჯი გაუნადგურდა, რომელთაც დარჩათ ბანკების ვალი. წუხელ ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები.

დედაქალაქის მერი გიგი უგულავა შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა და დაზარალებულებს დახმარების გაწევას დაჰპირდა. 
ეს ტრაგედია არ იყო პოლიტიკური, მაგრამ ვისაც რა შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაღაც სახის კომპენსაცია მაინც მიიღოთ“, – განუცხადა მერმა დაზარალებულებს.