სამართალი
„ობიექტივმა“ ექსკლუზიური ვიდეომასალა გაავრცელა

1-kortebi-samarTaaa2საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. წუხელ მედიაკავშირ ობიექტივშიგადაცემა „დიალოგში“ წამყვანმა ნინო ჯღარკავამ მაყურებელს ექსკლუზიური ვიდეომასალა წარუდგინა, რომელზეც შსს-ის მიერ 2006 წლის 2 მაისს  კორტებთან განხორციელებული სპეცოპერაციაა ასახული.

გადაცემაში წამყვანმა არ დაასახელა „ობიექტივისთვის“ ამ კადრების გადამცემი პიროვნების ვინაობა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ჯღარკავას თქმით, ვიდეოფირი 41-წუთიანია, და მისი სიმძიმის გათვალისწინებით, მედიაკავშირმა ეთერში მხოლოდ 12 წუთის მასალა გაუშვა.

„გადაცემის შემდგომ ეს მასალა აუცილებლად პროკურატურის ხელში აღმოჩნდება, ეს არის 41 წუთიანი ვიდეო-მასალა, რომელსაც მხოლოდ 12 წუთს გაჩვენებთ თავისი სიმძიმის და გამომდინარე... ეს მასალა ექსკლუზიურია და არ გამოჩენილა არც სასამართლოში 6 წლის განმავლობაში, არც გამოძიებაში და არც არსად“, – განაცხადა კადრების გაშვებამდე წამყვანმა ნინო ჯღარკავამ.

საქინფორმის მკითხველს „ობიექტივის“ ვიდეომასალის ნახვა შეუძლია საქინფორმის მთავარ გვერდზე www.saqinform.ge