უცხოეთი
„ექვსიანისა“ და ირანის მოლაპარაკებები დაიწყო

1-peregovori-ucxსაქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. თეირანისა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით საერთაშორისო შუამავალთა „ექვსიანის“ (რფ, აშშ, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია) მოლაპარაკებები დღეს ალმა-ატაში დაიწყო.

ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ეს მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდია.

შეხვედრის წინ აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალმა-ატაში „ექვსიანი“ თეირანს მის მიმართ სანქციების შერბილებას შესთავაზებს ბირთვულ პროგრამაში დათმობების სანაცვლოდ.

ირანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის თაობაზე თეირანის ხელშეკრულების ფარგლებს არ სცილდება.