უცხოეთი
ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს არცერთი უნივერსალური ან საყოველთაო ევროპული ვალდებულება, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა დაუშვას. „ჩვენ არ გვსურს, რომ მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა ჰომოსექსუალიზმის ღირებულებების დანერგვის უფლება მიიღოს და ისინი თავს მოახვიოს ბავშვებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ჰომოსექსუალებს რუსეთში“ შეუძლიათ თავისი საქმეებით აბსოლუტურად თავისუფლად და დაუსჯელად დაკავდნენ.
ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის ამკრძალავი კანონი ასეთი პროპაგანდისთვის მოქალაქეთა – 4-5 ათასი, ხოლო თანამდებობის პირთა 40-50 ათასი რუბლით დაჯარიმებას ითვალისწინებს.