უცხოეთი
რუსეთმა და აშშ-მ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემის გადაჭრის გზა გამონახეს

1-pro-ucxსაქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთმა და აშშ-მ ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის საშუალება გამონახეს. სავარაუდოდ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დეკლარაციებს გაცვლიან, სადაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ერთმანეთის წინააღმდეგ თავისი თავდაცვის პოტენციალის გამოუყენებლობას ივალდებულებენ.

ამერიკის მხრიდან საუბარია ე. წ. სააღსრულებო შეთანხმებაზე, რომელიც არსობრივად და ძალით საერთაშორისო შეთანხმების ანალოგიურია, თუმცა, კონგრესის მიერ მოწონებას არ ითხოვს.

უწინ რფ ცდილობდა, ვაშინგტონისგან იმის იურიდიული გარანტიები მიეღო, რომ აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები რუსეთის წინააღმდეგ არ იქნებოდა მიმართული, თუმცა, ბარაკ ობამამ პარლამენტარებთან ასეთი გარანტიების თაობაზე შეთანხმება ვერ გაბედა.

სავარაუდოდ, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის თაობაზე მოლაპარაკებებში „გარღვევა“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ სერგეი ლავროვისა დ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის შეხვედრაზე იქნება მიღწეული, რომელიც ბერლინში დღეს იმართება.