საზოგადოება
ჩახალიანი სააკაშვილის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

1-Caxaliani-sazoo3საქართველო, 26 თებერალი, საქინფორმი. „ეთნიკური მრავალფეროვნება ჰარმონიული განვითარებისთვის“ – ამ თემაზე მსჯელობდნენ დღეს სასტუმრო „რედისონში“ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები. საუბარი იყო ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და  სახალხო დამცველი ესწრებოდნენ. „რედისონში“ იმყოფებოდა „ჯავახკის“ ხელმძღვანელი ვაჰაგან ჩახალიანიც, რომელმაც საპატიმრო ამნისტიის შედეგად ახლახან დატოვა. მისი განცხადებით, ის ჯავახეთში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს სააკაშვილის წინააღმდეგ.

როგორც ჩახალიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს ეროვნული უმცირესობების წინაშე დანაშაული აქვს ჩადენილი, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს: „ჯავახეთში უნდა ხელმოწერები შევაგროვოთ, რომ მიშა დაისაჯოს თავისი ერის და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის“.

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის გააქტიურდა, ჩახალიანმა იკითხა: „ვინ საუბრობს, ვინ, ვინ? – ერთი-ორი პოლიტიკური „ტრუპი“, ბოდიში, ერთი-ორი პოლიტიკური გვამი, ვინ ამბობს –  ხაჩიძე და მიშა?“, და იქვე დასძინა, რომ ამიერიდან თბილისში, დედაქალაქში, ხშირად ჩამოვა.