საზოგადოება
პირველ ეტაპზე რუსი ექსპერტები ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების („თბილღვინოს“, „ბაგრატიონის“, „სარაჯიშვილის“) სანიტარიულ მდგომარეობას შეამოწმებენ.
თბილისსა და კახეთში ექვსკაციანი დელეგაცია ამჯერად ღვინის 40-მდე საწარმოს ინსპექტირებას განახორციელებს.
რუსეთის სანიტარიული სამსახურის სპეციალისტები მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიებში მისვლასაც გეგმავენ. ისინი ორი თვის განმავლობაში 80 საწარმოს სანიტარიულ მდგომარეობას შეისწავლიან.