სამართალი
ახალაიას სასამართლო გადაიდო

1-daTaaxalaiaaaსაქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ის კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას, სასამართლო პროცესი 28 მარტისთვის გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გააკეთა. მისივე განმარტებით, დათა ახალაია ამ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ მის მიმართ უსამართლოდ ხორციელდება პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი დევნა.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურამ ორი თვით პროცესის გადადება საგამოძიებო ვადის გაზრდის მოტივით მოითხოვა, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და წინასასამართლო სხდომა 28 მარტისთვის გადადო.

„მიმაჩნია, რომ დათა ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო. გამოძიება ამაოდ ცდილობს, მოიპოვოს გამამტყუნებელი მტკიცებულებები ახალაიას წინააღმდეგ. ახალაიას პოზიცია ჩემთვის სრულად და ამომწურავად არის ცნობილი. ამ ეტაპზე იგი საქართველოში დაბრუნებისაგან თავს იკავებს, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ უსამართლოდ ხორციელდება პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი დევნა“, – განაცხადა ირაკლი ზაქარეიშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დათა ახალაიას პროცესი 22 თებერვლისთვის იყო დანიშნული.