საზოგადოება
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. გუშინდელ სხდომაზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ შიდაპარტიულ საკითხებსა და რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შესახებ იმსჯელა.
სხდომის პარალელურად, „ქართუ ჯგუფის“ შენობასთან შეიკრიბნენ პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები. მათი განცხადებით, 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ორგანიზაციაში გამოჩნდნენ მათთვის მანამდე უცნობი ადამიანები – ე.წ. ჩანერგილები, და გარკვეული ჯგუფები კოალიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობენ.„დაფუძნების დღიდან რუსთავის ორგანიზაციაში ვმუშაობთ. წავედით ყველაფერზე, რაზე წასვლაც კი შეიძლებოდა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ კი გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც სახეზე არ გვინახავს, ზოგიერთი „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი წევრიც კი იყო. ისინი გვიმტკიცებენ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები არიან“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ანზორ ხუციშვილი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძის განცხადებით, სტრუქტურის პირველად ვერსიაზე მუშაობა გრძელდება. პოლიტსაბჭო ერთ კვირაში კვლავ შეიკრიბება და იმსჯელებს რაიონული და ადგილობრივი სტრუქტურების სრულყოფაზე.