სამართალი
ცრუ ჩვენების მიმცემი პოლიციელები დააკავეს

1-maizeri-sammarTaa2საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე გვიან ღამით დააკავეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს.

მთავარმა პროკურატურამ პატრულის ყოფილი თანამშრომლები სსკ 371-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დააპატიმრა, რაც გამოძიებისთვის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას გულისხმობს.

ცნობისათვის: მოწმეებმა ჩვენებები ბუტა რობაქიძის საქმეზე ფირცხალავას მიერ ახალი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ შეცვალეს. პატრულის ყოფილი თანამშრომლები კადრების გავრცელებამდე ჩვენებაში იარაღის არსებობას უარყოფდნენ.

დაკავებულ პოლიციელებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.