უცხოეთი
იტალიაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო

1-italia-ucxსაქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. იტალიის ნაციონალური პარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.

სპეცგამოკითხვის შედეგად არჩევნებში მცირე უპირატესობა აქვს მემარცხენე დემოკრატიულ პარტიას პიერ-ლუიჯი ბერსანის ხელმძღვანელობით. პროგნოზების თანახმად, ეს უპირატესობა პარტიას ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად ეყოფა.

ამავე დროს გამარჯვების თეორიულ შანსს ინარჩუნებს სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „თავისუფლების ხალხიც“. ზედა პალატაში კი ბერლუსკონის პოზიციები უფრო ძლიერია.

არჩევნების პირველი შედეგები 25-დან 26 თებერვლის ღამით გამოცხადდება. არჩევნების შედეგებით ქვეყნის ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება.