უცხოეთი
დეპარდიემ ჩეჩნეთში ბინა მიიღო

1-depardie-kadir-ucxსაქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მსახიობ ჟერარ დეპარდიეს რესპუბლიკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა და გროზნოში 5-ოთახიანი ბინა აჩუქა.

დეპარდიე გროზნოში 24 თებერვლის საღამოს ჩავიდა. მის პატივსაცემად კადიროვმა საზეიმო ვახშამი გამართა. მსახიობი კი, თავის მხრივ, კადიროვს შეჰპირდა, რომ ჩეჩნეთზე „დიდ ფილმს“ გადაიღებს. დეპარდიეს თქმით, ფილმში მას სურს, მაყურებელს მოუთხროს, თუ როგორ ააშენა ერთმა კაცმა ხუთ წელიწადში ქალაქი ხელახლა.