უცხოეთი
ლავროვი: „ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს არ ვუღალატებთ“

1sergei-lavr-ucxსაქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთი საქართველოსთან თანამშრომლობის სანაცვლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დიპაკადემიის სტუდენტებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

„თუ ჰუმანიტარული კავშირებისა და საჰაერო მიმოსვლის განვითარების ინტერესი არსებობს, მზად ვართ თანამშრომლობის გაღრმავებისათვის ამ სფეროებში, თუმცა, არა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების ღალატის ფასად“, – აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი განცხადება ლავროვს პირველად არ გაუკეთებია. ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი პატივს სცემს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.