საზოგადოება
სააკაშვილი: „ევროპისკენ სვლა უნდა გაგრძელდეს“

1-saakasvili-sazzogaa3საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში რა პოლიტიკური სიტუაციაც  უნდა იყოს, ევროპისკენ სვლა უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმე იქნება. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საშინაო საქმეთა კომისარ სესილია მალმსტრომთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროპაში უპრობლემოდ შეეძლოს სიარული და ამას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

„როგორი პოლიტიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს საქართველოს შიგნით, რა დაძაბულობაც არ უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, ევროპისკენ სვლა უნდა გაგრძელდეს. ესაა იმ ყველაფრის გაგრძელება, რასაც ბოლო წლებში ვაშენებდით. არ უნდა გავაჩეროთ ჩვენი სვლა ევროპისკენ, რადგან ეს იქნება არა ცალკეული მთავრობის, პრეზიდენტის ან პრემიერის მიღწევა, ეს იქნება ქართველი ხალხისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმე“, – აღნიშნა სააკაშვილმა.