საზოგადოება
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის მიზნით, თბილისის რიგი პოლიკლინიკები მიმართავენ სხვადასხვა საშუალებას მოსახლეობის მოსაზიდად და სთავაზობენ, ხელი მოაწერონ სხვადასხვა ფორმებზე.
ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში, საკუთარ ვებგვერდზე ატვირთავს სპეციალურ ფორმას, რომელზე ხელმოწერაც იქნება ვალიდური ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩასართავად.
შესაბამისად, მანამდე, სხვადასხვა სახის დოკუმენტზე თქვენი ხელმოწერით ვერ ჩაერთვებით ჯანდაცვის პროგრამაში“, – ნათქვამია განცხადებაში.