აქტუალური
სამუშია : „ცხრა წელი ასეთ პარტიულ პოლიტიკას „ნაცები“ დასაქმებას უწოდებდნენ“

1-samuSia-aqqtuaa2საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში ჩამოყალიბებულ სამეთვალყურეო საბჭოებში „ნაციონალური მოძრაობის“ დასაქმებული წევრების ხელფასების გაორმაგებაზე ისაუბრა.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, 5 000 ლარი აქვს ხელფასი რუსუდან კერვალიშვილს, აკაკი სეფერთელაძეს, გიორგი ასანიძეს, გიგა ნასარიძეს, ხათუნა ოჩიაურს, გიორგი როინიშვილს, ლაშა დამენიას, ზაალ გამცემლიძეს (თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო); ლაშა მაქაცარიას, მაკა მეტრეველს, ქეთევან მჭედლიძეს, ირმა ნებიერიძეს, კობა ხაბაზს, დავით ჯანიაშვილს, გიორგი სულხანიშვილს, მამუკა სანებლიძეს და ვლადიმერ ვარძელაშვილს („სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭო); ეკატერინე ხერხეულიძეს, ბადრი ბასიშვილს, ირაკლი ქავთარაძეს, გიორგი ხახმელიძეს, გიორგი ქავთარაძეს, მამუკა გაჩეჩილაძეს, მამუკა ხერხეულიძეს, ზაზა ციციშვილს, დავით იონიშვილს ( შპს „თბილისის“ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო); 9 დასაქმებულ მოქალაქეს შპს „ჰერმესში“.
„ჩვენ ვხედავთ, თუ რას ნიშნავს უგულავასთვის დასაქმება. ყველა დასაქმებულს ერთი ნიშნით ირჩევდნენ, ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები იყვნენ. მათ ხალხი შეჰყავთ შეცდომაში. ეს დასაქმება არ არის. უბედურება ის არის, რომ ცხრა წელი ასეთ პარტიულ პოლიტიკას „ნაცები“ დასაქმებას უწოდებდნენ“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ და დასძინა, რომ ეს თანხა სოციალურ პროგრამებს უფრო წაადგებოდა.